|
2017-12-11 16:08:53, 1798 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრში უფასო ტრენინგი „სამართალი და ადამიანის უფლებები“ ჩატარდა
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სასწავლო ცენტრში უფასო ტრენინგი „სამართალი და ადამიანის უფლებები" ჩატარდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ 6 ჯგუფისთვის ჩატარებული ტრენინგი მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობას და მართლშეგნების ამაღლებას. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ტრენინგში მონაწილეობის სურვილი 792-მა პირმა გამოთქვა. შემოსული განაცხადების გადარჩევის შედეგად ტრენინგში მონაწილეობის საშუალება არაიურიდიული განათლების მქონე 46 პირს მიეცა. მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. იუსტიციის სასწავლო ცენტრი უფასო ტრენინგების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშნება. სასწავლო ცენტრი აქტიურადაა ჩართული ყველა იმ საქმიანობაში, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებას, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების დასაცავად, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში კარგი მმართველობისა და თავისუფალი ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობას. დღეისათვის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ტრენინგი, ტესტირება/ტესტის შექმნა (საკონკურსო, საატესტაციო). იუსტიციის სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს, გაზარდოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, რისთვისაც ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს იწვევს. ამასთან, ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)