19:22 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 16:02:56, 2121 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ივანიშვილმა იკითხოს, თუ უკრაინიდან ხალხი ჩემ თავს გაატანს, მერე დაიწყება თავდავიწყება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ ბრძოლის უნარი შესწევს.

ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

სააკაშვილმა ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, ვინც მის მხარდასაჭერად ქუჩაში გავიდა.

"უნდა გენახათ, როგორ მიცავდა ხალხი დაკავების დროს. ბოლო დაკავების დროს, ხალხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გამართა. გუშინ, შევჩენკოს პარკთან მორიგი მარში გაიმართა, სადაც უამრავი ხალხი იყო გამოსული. მათ აჩვენეს, რომ ჩემს გარეშეც კი შეუძლიათ ბრძოლა. მათ მადლობას ვუხდი. ძალიან მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ჩემს გამო გარეთ არის გამოსული. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ქართველს, რომელიც ახლა უკრაინის საელჩოსთან აქციას მართავს. საქართველო არის ჩემი გული და სიყვარული, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს", - განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ექსტრადირების არ ეშინია.

"ივანიშვილმა იკითხოს, თორემ მე არ მეშინია. თუ უკრაინიდან გამოატანენ ჩემს თავს კი, მაგრამ თუ გამოატანენ ჩემი თავი შემოევლოს ორ ოლიგარქს, მაგრამ მერე? ახლა იწყება მაგათი თავდავიწყებნა. აქ ისეთი გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ ვარდების რევოლუცია მაგათთვის მოგონილია", - განაცხადა სააკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics