19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 15:14:07, 1513 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: მიმდინარე წლის სტატისტიკით, დაახლოებით, 140 მილიონი ლარის ეკონომია გვაქვს

მიმდინარე წლის სტატისტიკით, დაახლოებით, 140 მილიონი ლარის ეკონომია გვაქვს, აქედან 100 მილიონი სახელფასო ანაზღაურებებია, ხოლო 40 მილიონი - ადმინისტრაციული ხარჯი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით, ის პარლამენტში ხვალ უფრო დეტალურად ისაუბრებს.

"მიმდინარე წლის სტატისტიკით, დაახლოებით, 140 მილიონი ლარის ეკონომია გვაქვს ამ ნაწილში. აქედან 100 მილიონი არის სახელფასო ანაზღაურებები და 40 მილიონი ადმინისტრაციული ხარჯი. ვფიქრობ, 140 მილიონი საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრობა ორიენტირებულია ოპტიმიზაციის მაღალ ხარისხზე. სხვა რეფორმებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი იქნება საბაჟო რეფორმა. ეს არის მომავალი წლის გეგმები და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისგან დროული უკუკავშირი, რადგან ბიზნესი ხედავს ყველაზე უკეთესად, ჩვენ რა საკითხები გვაქვს გასაუმჯობესებელი საბაჟო პროცედურებში და შევთანხმდით, რომ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება. სამუშაო ჯგუფიც გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა წარმატებით დაინერგება", - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics