2017-12-11 13:47:01, 2140 ნახვა
მსოფლიო
კიევის სასამართლოსთან, სადაც სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, აქცია მიმდინარეობს (LIVE)
კიევში, სასამართლოს მიმდინარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები არიან შეკრებილი, - ამის შესახებ strana იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მოქალაქეებს პროცესზე არ უშვებენ, მათ შორის არც სააკაშვილის პარტიის წევრ დავით საყვარელიძეს.
სააკაშვილის დაკავების 72 საათიანი ვადა იწურება. შესაბამისად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.
ავტორი: ,