19:06 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 13:39:11, 1847 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არასდროს ჰქონია

„თუ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, საქართველოს ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არასდროს ჰქონია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია.

ბახტაძე ფიქრობს, რომ მომავალი წელი ამ მიმართულებით კიდევ უფრო კარგი იქნება.

„მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები, რაც გაფორმა საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ევოკავშირთან, ასევე ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო კარგი იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 9 თვეში, საქართველოში შემოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 მილიარდ 346 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics