|
2017-12-10 18:09:28, 2779 ნახვა
სამართალი
ადვოკატთა ასოციაცია: საარჩევნო პროცესი წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. მათი მტკიცებით, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ქ. თბილისში სპორტის სასახლეში ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კრება, რომელიც მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესის სრული დაცვით, დაცული იყო საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო დარბაზში დენი არ ჩამქრალა. „დამატებითი ინფორმაციის და შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ სპორტის სასახლის ადმინისტრაციას“,-აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ჯანაშია და დავით ლანჩავა არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბიულეტინები გაყალბდა. ისინი ასევე საარჩევნო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზეც მიუთითებენ. ლევან ჯანაშიამ 632 ხმა, დავით ლანჩავამ კი 160 ხმა მიიღო. ხოლო ყველაზე მეტი ხმა (1128) დავით ასათიანმა მოაგროვა.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)