|
2014-12-31 13:38:24, 4218 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა თემქის მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თემქის მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა. იუსტიციის მინისტრთან ერთად თემქის მოხუცთა პანსიონატს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ. პანსიონატში ბენეფიციარებმა საზეიმო კონცერტი გამართეს და იქ დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. “ჩვენ დღეს ახალი წლის მოსალოცად თემქის მოხუცთა პანსიონატში მოვედით. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ჩემი ამომრჩევლები არიან. მე მათთან ახლო და სპეციალური ურთიერთობები მაკავშირებს, რომელიც ჩემთვის ძვირფასია და სწორედ ამიტომ მოვედი აქ, რომ მათ ახალი წელი მივულოცო. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ძველ და ახალ თაობას მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ და აქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც მათ გაახალისებენ”, - განაცხადა წულუკიანმა. იუსტიციის მილოცვის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა მიმართა და პროექტ „ორი თაობის“ შესახებ ესაუბრა. პროექტ „ორი თაობის“ მიზანია ახალგაზრდა მონაწილეებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)