|
2017-12-08 15:13:49, 2648 ნახვა
ეკონომიკა
Mome.ge - გზამკვლევი ონლაინ სესხების სამყაროში
ფსიქოლოგების ცნობით ადამიანის დღევანდელი შემოსავალი, რომელიც ერთგვარი მოტივაციაა მისთვის, ზუსტად სამ თვეში დემოტივატორად იქცევა. ანუ, ჩვენი ტვინი რესურსებს ისე ანაწილებს, რომ ჩვენი მოთხოვნილებები და მოთხოვნები ყოველთვის აჭარბებს არსებულ შემოსავალს. სწორედ ამ პროცესის უკუკავშირია ისეთი მოვლენები, როგორიცაა მოულოდნელი ან გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯი ან დანაკარგი. არაგეგმიური სურვილების ასრულება, იმპულსური მოქმედება - ეს ყველაფერი ადამიანის კარგად ნაცნობი და შესწავლილი ქცევაა. ჩვენ ყოველთვის უფრო მეტი გვინდა, ვიდრე გვაქვს ან შეგვიძლია. ეს არის იმ პრობლემების სათავე, რომლის გადაჭრის ფუნქციაც ონლაინ სწრაფ სესხებს დაეკისრათ. მათ ითავეს მოცემული პრობლემების შესაძლებლობად გადაქცევა. ანუ მათ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ გვქონდეს უფრო მეტი, ისე რომ არ შევაწუხოთ ახლობლები, მეგობრები, არ დავტოვოთ ადგილსამყოფელი, არ დავკარგოთ დრო, ნერვები, არ ვიდგეთ რიგში, არ ველოდოთ ბანკის ბიუროკრატიულ პროცედურებს. უბრალოდ რამდენჯერმე დავაკლიკოთ და სასურველ თანხას სულ რამდენიმე წუთში ანგარიშზე მივიღებთ. ეს შესაძლებლობა ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მოქნილი წარმონაქმნია. რა თქმა უნდა, ქართულ ბაზარზე ონლაინ სესხი საკმაოდ განვითარებულია, შესაბამისად კონკურენცია დიდია. უამრავი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს ონლაინ სესხების სექტორში, რომლებიც სხვადასხვა სეგმენტზე მუშაობენ. ეს ყველაფერი მომხმარებელს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, მას უნდა შეეძლოს მათი შედარება და სწრაფი, რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი კომპანიაა მისთვის საუკეთესო. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ რომ შეადაროთ და აირჩიოთ საუკეთესო, არსებობს მომე.ჯი, ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ლიზინგისა და ლომბარდის ონლაინ კატალოგი. რომელიც მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებლის ინფორმირებაზე. აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია კომპანიების თვიურ, წლიურ, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, გრძელვადიან სესხებზე, სწრაფ სესხებზე, გაცემის ასაკზე, მინიმალურ და მაქსიმალურ გაცემის ზღვრებზე, პირველი სესხის მაქსიმუმზე, სამუშაო გრაფიკზე და სხვა. მომე.ჯი-ს გუნდი 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რათა ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ვალიდური. დეტალები გამოტანილია ვებ-გვერდზე mome.ge, ოპერატორები და კონსულტანტები 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს გიპასუხებენ შეკითხვებზე ონლაინ ჩატის მეშვეობით. ასევე გაგიწევენ კონსულტაციას, როგორც სატელეფონო საუბრით, ისე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. შეგვიძლია, თავად შეგირჩიოთ სესხი თქვენი პირობებიდან გამომდინარე, ამისათვის უბრალოდ დააკლიკეთ mome.ge-ზე სესხის მოთხოვნის ღილაკს, მიუთითეთ სასურველი თანხის რაოდენობა, პერიოდი, თქვენი ასაკი და სხვა, შეთავაზებებს სულ რამდენიმე წუთში მიიღებთ. ასე რომ, მომე.ჯი - შეადარე და აირჩიე საუკეთესო. მანამ, სანამ თანხა აისახება თქვენს ანგარიშზე, დრო შეგიძლიათ საინტერესოდ და შემეცნებითად გაატაროთ მომე.ჯის ბლოგზე.
(NS)
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)