2017-12-07 12:24:22, 2341 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას თურქეთში პროტესტი მოჰყვა
დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას თურქეთის ქალაქებში პროტესტი მოჰყვა.
ასობით მოქალაქე ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო.
ამასთან, სტამბოლში მანიფესტანტები შტატების საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ისრაელის დროშა დაწყვეს. აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ და პალესტინის მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო, თელავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.
ავტორი: ,