17:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 16:13:18, 1571 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერის ეს თამამი ნაბიჯი, მისასალმებელია

საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ძალიან თამამი ნაბიჯი გადადგა და ეს მისასალმებელია.

სესიაშვილის თქმით, ქვეყნის წარმატების ფორმულა მდგომარეობს ძლიერ მმართველობაში, ნაკლები ბიუროკრატიით, კოორდინაციის მაღალ ხარისხში და ეფექტურ კონტროლის მექანიზმებში.

„გულწრფელად მინდა მივესალმო პრემიერის ძალიან თამამ ნაბიჯს, აქ ვიყოთ ობიექტურები, რომ ეს არის მართლაც თამამი ნაბიჯი და პრინციპულად ვიზიარებ მიდგომას იმდენად, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ფორმულა მდგომარეობს ძლიერ მმართველობაში, ნაკლები ბიუროკრატიით, კოორდინაციის მაღალ ხარისხში და ეფექტურ კონტროლის მექანიზმებში. ამიტომ პროცესი, რომელიც დაიწყო და მართლაც თამამი ინიციატივა იყო პრემიერის მხრიდან, მე ვფიქრობ არის სწორი დასაწყისი, რომ ჩვენ შემჭიდროვებული ბიუროკრატიის ფარგლებში შევძლოთ არსებული მწირი რესურსის გამოყენებით კოორდინაციის უნარჩვევების გაძლიერება და ამასთანავე ეტაპობრივად და მაქსიმალური მონდომებით დავამატოთ და გავაძლიეროთ კონტროლის მექანიზმები. მე ყოველთვის ვამბობდი და აქაც ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოპოზიციასთან ხშირ შემთხვევაში ძალიან განსხვავებული  დამოკიდებულება, აზრები, პოზიცია გაგვაჩნია, ეს არის თემა, რომელიც შეეხება თავდაცვას, უსაფრთხოებას და გულწრფელად მჯერა, რომ ყველას გვაქვს საერთო ეროვნული ინტერესი, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენი მოქალაქეების ადეკვატური დაცვა“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics