02:34 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 14:47:04, 1816 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიული კომიტეტი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარს უჭერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასკვნა წარმოადგინა.

კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პრინციპების დონეზე საკანონმდებლო პაკეტს მხარს უჭერენ, მეორე მოსმენით კი,  შინაარსობრივ ნაწილზე მუხლობრივად იმსჯელებენ:

„კრიტიკული მოსაზრებები მესმის, თუმცა ყველანი ვთანხმდებიღთ, რომ ეს ცვლილებები იყო საჭირო, ასეთი დინამიკა და გადაწყევტილება მიიჩნევა როგორც დადებითი, როდესაც ხდება ოპტიმიზაცია რესურსების.  მთავრობის შიგნით უწყებების სტრუქტურული გაერთიანება ყოველთვის მიიჩნევა, როგორც კარგი მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასევე მგონია, რომ კარგი  გადაწყვეტილება იყო ის, რაც კონსულტაციების შედეგად შეჯერდა, გაერთიანება უსაფრთხოების სამსახურის დაზღვერვის ნაწილში, მიუხედავად იმისა, მე არ ვიზიარებ განცხადებებს, რაც ისმოდა, შორს არის იმ ტექსტისგან,  რაც არის შემოთავაზებული. ვიფიქრეთ, რომ კითხვების ხელოვნურად გაჩენის არეალიც არ დაგვეტოვებინა.ამიტომ, კარგი გადაწყვეტილება იყო მიღებული ერთად. მთლიანობაში, პრინციპების დონეზე შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ამ პაკეტს და მეორე მოსმენით მუხლობრივად ვიმსჯელოთ უკვე შინაარსობრივ ნაწილზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics