2017-12-06 10:14:13, 2068 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი პოროშენკოს: თავს ნუ გვესხმით და ნუ აიძულებთ ადამიანებს წინააღმდეგობა გაგიწიონ
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრინის მეთაურს პეტრო პოროშენკოს მიმართა.
სააკაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას ხალხის წინააღმდეგ ძალა არ გაოიყენოს.
"მივმართავ პოროშენკოს: რაში გჭირდებათ ეს პროვოკაციები? თავს ნუ გვესხმით და ნუ აიძულებთ ადამიანებს წინააღმდეგობა გაგიწიონ! ეს მშვიდობიანი აქციაა. ნუთუ გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას, რადასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების კარვების ქალაქზე სპეცრაზმელებმა შტურმი განახორციელეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ავტორი: ,