15:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 19:37:42, 374 ნახვა

პოლიტიკა
ხადური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „შოკუნიებს“ უწოდებს

„შოკუნიები ხართ თქვენ, გინდათ, რომ შოკი იყოთ, მაგრამ არ გამოგდით და არც გამოგივათ“, - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ლარის კურსზე და ეკონომიკურ შოკზე საუბრისას.

საპასუხოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ფინანსთა მინისტრს მოუწოდა კონსტიტუცია წაიკითხოს. ჯაფაფრიძემ ნოდარ ხადურს ჰკითხვა, თუ ვინ ახორციელებს მონეტარულ პოლიტიკას და კანონის თანახმად განსაზღვრული ერნოვნული ბანკის ამოცანების დაკონკრეტება მოსთხოვა.

„ფინანსთა მინისტრი ხართ და მითხარით რა წერია კანონში!“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

საპასუხოდ, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მოვალეობაა საქართველოში მონეტარული პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება, მათ შორის იგულისხმება გაცვლითი კურსიც.

„ასეთი რამე იქ ნახსენები არ არის. კანონი წაიკითხეთ. გაცვლითი კურსი იქ ნახსენები არ არის“, -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics