11:44 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 14:01:03, 2065 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი: არსებობს ეჭვი, რომ სააკაშვილის გუნდს იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ

უკრაინის უმაღლეს რადაში „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის ლიდერის, არტურ გერასიმოვის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკავშირდება იმ ეჭვს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის გუნდს გაქცეული ოლიგარქი სერგეი კურჩენკო აფინანსებდა, - ამის შესახებ LB.UA იუწყება.

დეპუტატმა განმარტა, რომ სააკაშვილის გუნდს ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდის წარმომადგენლები აფინანსებდნენ.

მედიის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics