|
2017-12-04 21:20:30, 2467 ნახვა
სამართალი
პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრები სპეცოპერაციის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეცნობიან
საქართველოს პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენა. სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას დეპუტატებს დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური აწვდის. შეხვედრას ასევე ესწრებიან უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები. ნდობის ჯგუფის წევრების მთავარი შეკითხვაა-რა მიზნით იმყოფებოდა ახმედ ჩატაევი საქართველოში და რა საფრთხეს გადაურჩა ქვეყანა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. მათივე ცნობით, ორი პირის ლიკვიდირება განხორციელდა, ხოლო თავად ჩატაევმა თავი აიფეთქა. ლიკვიდირებულების ვინაობა და სხვა დანაშაულებრივ პირებთან შესაძლო კავშირი, სუს-ის განმარტებით, დგინდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)