|
2017-12-04 09:55:48, 3076 ნახვა
სამართალი
სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება
„საწყის ეტაპზე, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება,-ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა. მინისტრები შეთანმხმდნენ, რომ შედგება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. "ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების გააქტიურება. სამუშაო ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტურობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)