|
2017-12-02 00:57:56, 2336 ნახვა
ეკონომიკა
პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებებს 89-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დოკუმენტი პარლამენტის წევრებს პლენარულ სესიაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. 2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.0%-იან მაჩვენებელზე, თუმცა 10 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,9 პროცენტი. შესაბამისად, უკვე დამტკიცებული პროექტით ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი შეადგენს 4.5%-ს, თუმცა მოსალოდნელია, რომ საბოლოო მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 487.2 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც დამტკიცებულ მოცულობას აღემატება 30.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში ზრდა შეადგენს 35.0 მლნ ლარს. საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრა 8 980.0 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდა შეადგენს 160 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 305.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 11 720.5 მლნ ლარით. მათ შორის სახსრები 35 მლნ ლარი გამოიყოფა ფაროსანას წინააღმდეგ განსახორციელებლი ღონისიებების დასაფინანსებლად; გაზიფიცირების ღონისძიებებისათვის 50 მლნ ლარის მობილიზება მოხდება; ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტში ხდება 106 მლნ ლარის მობილიზება ქ. ქუთაისის აეროპორტის, ზამთრის კურორტების განვითარებისა და ბიზნეს სახლის მშენებლობისათვის. „მნიშვნელოვანია, წელს მიღებული დამატებითი რესურსი, მიმდინარე წელსვე მიიმართოს იმ პრიორიტეტული პროექტების ფინანსური უზრუნველყოფისთვის, რომელთა განხორციელება გაგრძელდება 2018 წელს. ამასთან, ცვლილებების მიხედვით, თანხები ძირითადად გამოიყოფა სახელმწიფო საწარმოების კაპიტალის გასაზრდელად. შესაბამისად, აღნიშნული საწარმოები შეძლებენ წელსვე დაიწყონ სატენდერო პროცედურები, რაც თავის მხრივ, დააჩქარებს მომდევნო წელს პროექტების განხორციელების ვადებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. როგორც მან აღნიშნა, მნიშნელოვანია, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობაზე. მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ბიუჯეტის (მოდიფიცირებული) დეფიციტის 3.7%-იან მაჩვენებელზე, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებების შემდგომ საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი შემცირდება მშპ-ს 3.4%-მდე, თუმცა ფაქტიური შესრულების მიხედვით შესაძლებელია კიდევ უფრო დაბალ მაჩვენებელს მივაღწიოთ. 2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება დაგეგმილია მშპ-ს 3.0%-მდე. (NS)
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)