2017-11-29 18:47:52, 2324 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ამასთან, საქართველო PABSEC-ის ბიუროს წევრი გახდა.
ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ოთარ დანელიას კანდიდატურას, PABSEC-ში შემავალი 11-ვე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
კენჭისყრა PABSEC-ის ყოველწლიურ, რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მონაწილეობას საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები იღებდნენ.
ავტორი: ,