01:42 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 19:31:28, 2109 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: აშშ-ს მიერ საქართველოსთვის Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს

რუსეთი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, Javelin-ის მიწოდება, 2008 წლის შემდეგ, აშშ-სა და საქართველოს შორის ასეთი მასშტაბის პირველი სამხედრო გარიგებაა.

"რუსულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა თბილისსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის საფრთხეზე. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა თბილისისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, Javelin-ის მიწოდება დაამტკიცეს. ეს 2008 წლის შემდეგ, აშშ-სა და საქართველოს შორის ასეთი მასშტაბის პირველი სამხედრო გარიგებაა. ამერიკის მხარდაჭერით საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება მორიგი სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა. რუსული მხარე მსგავსი ტიპის სამხედრო მხარდაჭერას აღიქვამს, როგორც ბიძგს იმისკენ, რომ თბილისმა რეგიონში ახალი ავანტიურები განახორციელოს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის Javelin-ის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკის ღირებულება 75 მილიონ დოლარს აღწევს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics