|
2017-11-28 18:55:38, 1923 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. შუალედური დერეფანი შედგეს
საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. კერძოდ, მან მონაწილეობა მიიღო პანელში „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“ და მის მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. შუალედური დერეფანი შედგეს, რომელიც ყველა მონაწილისათვის ბევრად უფრო მომხიბლავი და ღირებული იქნება. „როდესაც საქართველო ამ ინიციატივაში ჩაერთო, მისი მთავარი პრინციპი, ზოგადად რაც არის სარტყლისა და გზის ინიციატივის პრინციპი, იქნა ჩვენს მიერ გაზიარებული. ანუ, კერძოდ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა ეს არის ის ფილოსოფია, ის იდეა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს. სარტყლისა და გზის ინიციატივის ქვეყნები არ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნები, ისინი არ არიან კონკურენტები, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ჩვენ გვჭირდება ენერგიის დაგროვება, იმისთვის რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ, ეს არის ის მთავარი პრინციპი, რომელზეც აბრეშუმის გზის ფილოსოფიაა აგებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)