|
2017-11-28 17:44:51, 1763 ნახვა
ეკონომიკა
კარლ ერჟავიკი: სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია
თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს სლოვენიის სამთავრობო დელეგაცია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კარლ ერჟავიკმა აბრეშუმის გზის ფორმატში საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. კარლ ერჟავეკის განცხადებით, სლოვენია საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას გეგმავს: „სლოვენიას და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ, ჩვენ საქართველოსთან შესანიშნავი ურთიერთობები განვავითარეთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. ჩვენ გავმართავთ შეხვედრებს ქართველ კოლეგასთან, სხვა თანამდებობის პირებთან, ასევე გაიმართება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის მეორეჯერ გამართვა საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას ადასტურებს, ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების დაკავშირებაში: „ფორუმზე განიხილება ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივა, რომელიც შეეხება აზიას, ევროპას და აფრიკასაც. ინიციატივა დაეხმარება ქვეყნებს, მიაღწიონ ეროვნულ მიზნებს მდგრადი განვითარების ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტმა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას. სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, რადგან აქ გადის აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დამაკავშირბელი გზა“, -განაცხადა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ერჟავეკმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)