|
2017-11-28 17:26:52, 1741 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თურქეთის მინისტრმა დიდი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ჩატარებას და საქართველოს პირველ ვიცე პრემიერს მისი წარმატებული ორგანიზება მიულოცა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის სფეროში. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მხარეებმა განიხილეს აღნიშნული პროექტის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. გარდა ამისა, საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროებში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ სატრანსპორტო მარშრუტებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გადის და მათ განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)