|
2017-11-28 15:58:05, 1587 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილემ ციენ ქემინგმა თბილისის აბრეშუმის გზის ფროუმის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონებს განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი მიზანია ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარება ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით. ასევე საწარმოებისთვის თანამშრობლობის პლატფორმის მშენებლობა და სამრეწველო კლასტერების გაძლიერება. როგორც საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა აღნიშნა, 2017 წლის მაისში ხელი მოეწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ამის შემდეგ ჩინეთის ვიცე-პრემიერთან მოხდა შეთანხმება, რომ ორი ქვეყანა იმუშავებდა ერთობლივი ინდუსტრიული ტექნოლოგიური და ინოვაციური ზონების განვითარებაზე. „სწორედ დღეს ჩვენ მოვაწერეთ აღნიშნულ დოკუმენტს, რომლის ძირითადი ამოცანაა, რომ ორმა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი ზონების შექმნას და შესაბამისად უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების ჩინეთიდან გადმოტანას ან ახალი ინდუსტრიული სიმძლავრეების შექმნას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკურ ზონებში სამრეწველო შესაძლებლობების თანამშრომლობის ძირითადი სფეროები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: სამშენებლო მასალები, ელექტროენერგია, ქიმიკატები, ტექსტილი, კომუნიკაციები, ავტომექანიკა, სამანქანო დანადგარები, სოფლის მეურნეობა, ხე-ტყე, ტექსტილი, ტექნოლოგიური კვლევა და განვითარება და ვაჭრობის ლოგისტიკა. ასევე მხარეების შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება თანამშრომლობის სხვა სფეროებიც. ამასთან, როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ჩინეთის მხარე მზადაა, საქართველოს გაუზიაროს მისი წარმატებული გამოცდილება სპეციალური ეკონომიკური ზონებისა და ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებს ზონების შესახებ, ასევე მხარი დაუჭიროს ქართველი პერსონალის სწავლებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)