|
2017-11-28 13:01:18, 2063 ნახვა
ეკონომიკა
შეიხი ალ ნაჰაიანი საქართველოში ინვესტიციის მოცულობას აორმაგებს
არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრი ტოლერანტობის საკითხებში, შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰაიანი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოაცულობას აორმაგებს, - ამის შესახებ შეიხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარია საქართველოში კონკრეტული, მსხვილი პროექტების განხორციელებაზე. არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა, მთავრობის მიერ აღებული კურსი და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს განვითარებას და წინსვლას ემსახურება. შეიხმა აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, სადაც ძალიან გამარტივებულია ბიზნესის წარმოების მექანიზმები, არ არსებობს კორუფცია და სწორედ ეს არის მისი მხრიდან ინვესტიციების მოცულობის გაორმაგების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. პრემიერ-მინისტრმა სტუმარს დეტალურად გააცნო საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, რაც შეიხმა დადებითად შეაფასა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩოს გახსნის შესაძლებლობა. შეიხმა აღნიშნა, რომ თბილისში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნული იდეის განხორციელებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)