|
2017-11-28 11:47:34, 1837 ნახვა
ეკონომიკა
კახიძე: ვანო მერაბიშვილის საქმე, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, პირველი და ისტორიული იქნება
„ვანო მერაბიშვილის საქმე, ეს იქნება პირველი და ისტორიული საქმე, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში“,- ამის შესახებ შს ყოფილი მინისტრის და ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, ეს იქნება დადასტურება, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლება ვალდებული იქნება ის გაათავისუფლოს. „მთავარი მოლოდინი რაც მაქვს, არის რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ობიექტური და დასაბუთებული. შინაარსთან დაკავშირებით, ნამდვილად, უფრო შორს ვერ წავალ, ამიტომ, ყველა უნდა დაელოდოს ამ გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა დაადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, არც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი და პატიმარი, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და გაათავისუფლოს მერაბიშვილი უკანონო პატიმრობიდან“, - აცხადებს ოთარ კახიძე. ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, 11:30 საათზე გამოაცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)