01:42 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 19:55:07, 2293 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა სპეცოპერაცია იქნება

ხვალ, შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია იქნება.

სესიაშვილი ამბობს, რომ გამოძიება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც ამერიკული მხარეცაა ჩართული.
"პოლიტიკური სპეკულირება უადგილოა, რადგან ყველა კარგად ვხვდებით, ეს თემა მგრძნობიარეა და  დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესებთან. როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, ინფორმირებულობა მყისიერად მოხდება და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პარლამენტისა და შესაბამისი ინსტიტუტების",-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.


ნდობის ჯგუფის შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახში, 10:00 საათზე დაიწყება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics