|
2017-11-27 18:55:20, 1861 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს შეხვდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად ადამიანთა გარდაცვალებისა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. მისი თქმით, უკრაინა გვერდით უდგას საქართველოს ამ მძიმე წუთებში. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს. მათი განცხადებით, ქვეყნებს საერთო ინტერესები და გამოწვევები აკავშირებს და მათ დასაცავად და სირთულეების გადასალახად, ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. ირაკლი კობახიძემ და ვოლოდიმირ გროისმანმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის მოხარულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდა, რასაც ხშირი მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს ითვლის, მაგრამ ისტორიული მეგობრობა და ხალხთაშორისი კავშირები ბევრად დიდ პერიოდს ითვლის. ირაკლი კობახიძემ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის გააქტიურებულია კავშირები და გაცვლითი ვიზიტები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას საერთო საგარეო კურსი აქვთ, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება, სადაც სპიკერები ევროპარლამენტს სამი ასოცირებული ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნისკენ მოუწოდებენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას. ირაკლი კობახიძის თქმით, რთული ვითარების მიუხედავად, შიდა რეფორმებისა და რუსეთისადმი პრაგმატული პოლიტიკის მეშვეობით, საქართველომ სტაბილურობასა და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო როლზეც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქვეყანა ისტორიული სატრანზიტო როლის აღდგენას ცდილობს და ამ მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებისთვისაც. საუბარი შეეხო ტურიზმს და აღინიშნა, რომ მზარდი ორმხრივი ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებისთვის. ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის მთავარი საკითხები გააცნო.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)