2017-11-27 16:57:20, 2078 ნახვა
პოლიტიკა
უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა
საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.
კანდიდატურის ინიცირებას ხელს უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი აწერს.
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა 24 ნოემბერს აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ლომჯარიას გარდა, თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები იხილებოდა. ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
ავტორი: ,