00:45 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 10:14:11, 2109 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა უკრაინის დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დახვდა.

მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ გროისმანს საქართველოში სტუმრობისა და თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობისთვის.

უკრაინის პრემიერ-მინისტრს ქართველი კოლეგა გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ გროისმანი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქ.თბილისის მერთან.  უკრაინის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ეწვევა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს, ასევე საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად ესტუმრება თელავს, სადაც გვირგვინით შეამკობს ლესია უკრაინკას ძეგლს, ეწვევა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს წინანდალში.

ვოლოდიმირ გროისმანი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის  დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics