|
2017-11-26 19:07:49, 1841 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სატრასპორტო პანელის ერთ-ერთი სპიკერი აჰმედ არსლანი იქნება
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პანელის ერთ-ერთი სპიკერი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრი აჰმედ არსლანი იქნება არსლანმა ეროვნული უსაფრთხოების აკადემია და სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო არქიტექტურისა და ოკეანის ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა. 7 წლის განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში სტამბოლის გემთმშენებლობის კომპანიაში Pendik Shipyard სხვადასხვა თანამდებობებზე. იგი ასევე მუშაობდა საზღვაო საქმეთა სამდივნოს სხვადასხვა მენეჯერულ დონეზე. ის იყო სარკინიგზო, პორტებისა და აეროპორტის მშენებლობის დირექტორი ტრანსპორტის სამინისტროში. აჰმედ არსლანი იყო აღმასრულებელი საბჭოს წევრი სახელმწიფო აეროპორტების მართვის გენერალურ დირექტორატში, თურქეთის ტელეკომუნიკაციების ჯგუფსა და ფონდ Türk Loydu-ში, ასევე, თურქეთის სამეთვალყურეო საბჭოსა და საზღვაო ასამბლეის წევრი სავაჭრო პალატებისა და სასაქონლო ბირჟების გაერთიანებაში. კარიერის დასაწყისში არსლანს გადაეცა „თურქეთის მსოფლიო ჯილდო ინჟინერიაში“ და გახდა საპატიო პროფესორი. მას ასევე, გადაეცა ჯილდო „2010 წლის ბიუროკრატები, რომლებმაც ნეგატივები პოზიტივებად აქციეს“. 2011 წლის 12 ივნისს იგი აირჩიეს პარლამენტის წევრად ყარსის სარჩევნო ოლქში სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან, 2015 წლის 1 ნოემბერს კი მოხდა მისი მეორე ვადით არჩევა. არსლანი იყო საპარლამენტო კომიტეტის წევრი დაგეგმვისა და ბიუჯეტის საკითხებში და საზოგადოებრივი სამუშაოების, რეკონსტრუქციის, ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე. იგი ასევე ორი ვადით იყო თურქეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)