|
2017-11-25 10:28:20, 2239 ნახვა
ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმში მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე მიიღებს მონაწილეობას
28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების ერთ-ერთი წევრი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ი ხიოჟუნი ი სიაოჭუნი იქნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,ი სიაოჭუნი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობს. როგორც ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირს, შემდეგში კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ელჩს ჩინეთში, მას აქვს დიდი გამოცდილება მსოფლიო ვაჭრობასა და ეკონომიკაში. იგი იყო ჩინეთის ძირითადი წარმომადგენელი და აწარმოებდა მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხებში. სანამ 2011 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთის ელჩი გახდებოდა, სიაოჭუნი იყო ვაჭრობის მინისტრი, შემდეგ კი მინისტრის მოადგილე მრავალმხრივი და რეგიონალური სავაჭრო მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის საკითხებში. გარდა ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში შეტანილი წვლილისა, მან ითამაშა წამყვანი როლი რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო მოლაპარაკების წარმოებაში(FTA). მათ შორის არის ჩინეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციების შეთანხმება(China-ASEAN agreement), რომელიც ჩინეთისთვის პირველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას წარმოადგეს. 1980-1990 წლებში ის ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას აშშ-ში ჩინეთის საელჩოში. ი სიაოჭუნი ფლობს ჩინეთის ნანკაის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/trade-facilitation-along-belt-and-road-initiative/158-yi-xiaozhun
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)