|
2017-11-24 18:26:04, 2191 ნახვა
ეკონომიკა
ქართულ სტარტაპს „Forbes Startup 2017“- ის წოდება მიენიჭა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპს WiFisher-ს Forbes Startup 2017-ის წოდება მიენიჭა. სტარტაპი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის მონაწილეა, რომელმაც ბიზნესისთვის ახალი სარეკლამო პლატფორმა შექმნა. ინოვაციური სერვისი კომპანიას საშუალებას აძლევს, სპეციფიკურ ადგილებში რეკლამა WiFi-ის ჩართვამდე რამდენიმე წამით ადრე განათავსოს. WiFi ანალიტიკისა და მარკეტინგის პლატფორმა ქართულ ბაზარზე 2 წელია არსებობს. ლიტვის ბაზარზე ქართული სტარტაპი წელს შევიდა, ხოლო 2018 წლის ბოლომდე ევროკავშირის 7 ქვეყანაში აპირებს გაფართოებას. ქართულ სტარტაპს „Forbes Startup 2017“-ის წოდება ბიზნესგამოცემა „Forbes”-ის ქართულმა გამომცემლობამ ნომრის მე-100 საიუბილეო პრეზენტაციაზე მიანიჭა, სადაც პირველი ნომინანტები დაასახელა. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ: Forbes Woman 2017, Forbes Property, Forbes startup, Forbes Entreprenuer და Forbes Social Impact. WiFisher - ი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე, 5000 ლარიანი გრანტების პროგრამის მონაწილეა. 2017 წლის მაისში WiFisher-ი სამგზავრო გრანტით დაფინანსდა და ლას ვეგასში Black Smith Global LTD-ის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო კომპანიის ინვესტორების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო, საიდანაც საინტერესო წინადადებებითა და პერსპექტივებით დაბრუნდა. 2017 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სულ 56 აპლიკანტი დააფინანსა, მათგან 24-მა სამგზავრო გრანტი მიიღო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)