|
2017-11-24 13:12:14, 1839 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებმა ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ფინელ კოლეგას, იუჰა სიპილას შეხვდა. პრემიერ-მინისტრების პირველი შეხვედრისას, საუბარი შეეხო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს და სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას. მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე და სავაჭრო ბრუნვის მზარდ ტენდენციაზე, რომელმაც 2017 წელს 41%-ს გადააჭარბა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა თბილისში გამართული ერთობლივი ბიზნესფორუმისა და ჰელსინკიში დაფუძნებული საქართველო-ფინეთის ბიზნესსაბჭოს როლს და გამოითქვა იმედი, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ფინელ კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, განხორციელებული რეფორმებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვანი პოზიციების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა ფინეთის პრემიერ-მინისტრსა და ფინელ ხალხს ფინეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა. პრემიერმა იუჰა სიპილამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)