|
2017-11-23 16:19:28, 1903 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ომბუდსმენად სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან ერთ-ერთის დასახელება
“მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები დასახელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევს. „უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს სახალხო დამცველის კანდიდატურა. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შემდეგ სასესიო კვირაში, კენჭი ეყრება სახალხო დამცველს და არჩეული იქნება ახალი ომბუდსმენი. შესაბამისად, გვინდოდა კონსულტაციების გავლა არასამთავრობო სექტორთან, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. მათ შემოგვთავაზეს ოთხი კანდიდატი. მანამდე კრიტერიუმებზე გვქონდა საუბარი. კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კვალიფიკაცია, გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში. რაც შეეხება კანდიდატებს, მათ დაასახელეს ოთხი კანდიდატი, ეს არის ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. „ჩვენ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში არ გვქონია, აქედან გამომდინარე, რთულია ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ რა არჩევანს გააკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა. ასევე, მე გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა რაოდენობის დეპუტატები ვის ანიჭებენ უპირატესობას. შედგება ხვალ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში. მისივე თქმით, კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდში გამართულ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე - პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. „ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში, აქედან გამომდინარე, ჩემთვის, პირადად, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება. თუმცა, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი. ჩვენ გვექნება გუნდში მსჯელობა და ამ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე - პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ დასახელებულ კანდიდატები შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ შემოთავაზებული კანდიდატურებიდან სახალხო დამცველის პოზიციაზე ერთ-ერთს დაასახელებს.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)