|
2017-11-22 13:41:58, 2116 ნახვა
ეკონომიკა
ქართული კომპანიები „Caspian-Black Sea Forum 2017“ მონაწილეობენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლები 22 ნოემბერს, რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ ღონისძიებაში „Caspian-Black Sea Forum 2017,” მონაწილეობას მიიღებენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებულ ღონისძიებზე, რომელსაც 40-ზე მეტი რუმინული კომპანია დაესწრება, 5 ქართული ექსპორტიორი კომპანიის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი: შპს „ზეარისი“, შპს „სნო“, შპს „ნატახტარი“, შპს „ნუგბარი“, და შპს „გემუანი“. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, 4 ქვეყნის საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და თურქმენეთის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ თითოეული ქვეყნის ბიზნესგარემოს, საინვესტიციო კლიმატსა და იმ მექანიზმებს, რასაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს. „Caspian-Black Sea Forum 2017“ ფორუმის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მნიშვნელოვანი ბიზნეს შეხვედრები რუმინულ კომპანიებთან წარმოებისა და ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის (BPO) მიმართულებით. „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. ეს მიმართულება ითავსებს მოდერატორის ფუნქციას უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)