02:15 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 20:42:01, 1881 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლებს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდაცვითი მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით ჩატარებული ღონისძიებები განიხილეს.

მათივე ცნობით, ვიზიტის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ საინფორმაციო ბარათს მოამზადებენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები საქართველოს, პოლიტიკური კლიმატის, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებების შეფასების მიზნით, რეგულარულად სტუმრობენ.

(NS) 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics