02:15 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 17:56:09, 1711 ნახვა

საზოგადოება
მშვიდობის ხიდის მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები დაიწყო

თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდის საექსპლუატაციო (მორეცხვის) სამუშაოებს აწარმოებს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების ფარგლებში, მშვიდობის ხიდის, როგორც გარე კარკასის, ასევე შიდა საფეხმავლო ნაწილის მორეცხვა-დასუფთავება მოხდება.

მათივე ცნობით,  სამუშაოები დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დასუფთავების სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე გაეცნენ.

 ადგილზე ასევე, იმყოფებოდა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი.

„სამუშაოები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დასუფთავების სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რომელიც ხიდის განათებასაც უზრუნველყოფს“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

ტენდერში გამარჯვებული მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „X-ვექტორი“ მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.

დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას - LED სანათების, მოაჯირებისა და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციასა და გამოცვლას უზრუნველყოფს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2017 წელს მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობისთვის 465 000 ლარია გამოყოფილი.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics