|
2017-11-21 17:14:53, 2441 ნახვა
ეკონომიკა
ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიამ“ საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებს უმასპინძლა
ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიამ“ საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებს უმასპინძლა. „ზედაზენის“ თანამშრომლებმა მოზარდებს ქარხანა დაათვალიერებინეს და ლიმონათის ჩამოსხმის პროცესები გააცნეს. კომპანიამ სტუმრებს გრანდიოზული შოუ მოუწყო. კონკურსანტებს მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყნიდან, საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ექსპერიმენტარიუმის დაუვიწყარ შოუ პროგრამას, საბავშვო ანსაბლ გვირილას რეპერტუარს. ასევე მოესმინათ ბზიკების სტუდიის აღსაზრდელების მიერ შესრულებული რამდენიმე სიმღერა ევროვიზიის პროგრამიდან. „საქართველოში პირველად ვიმყოფები, მოხიბლული ვარ გარემოთი და ხალხით, მომწონს ხალხთან ურთიერთობა. კონკურსზე შევასრულებ სიმღერას, რომელიც არის ძალიან პოზიტიური და მხიარული“, - განაცხადა საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტმა ჯანლეკა ჩილიამ. „მე შემიყვარდა ეს ქვეყანა. საქართველო არის ლამაზი და მზიანი. ჩემი სიმღერა არის მეგობრობაზე, ურთიერთგაგებაზე. ვფიქრობ დიდი გამოცდილება იქნება ეს კონკურსი ჩემთვის“, - საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტი ალისია რეგა „იმედი გვაქვს რომ, ჩვენი სტუმრები შთაბეჭდილებებით წავლენ კომპანიიდან. საბავშვო ევროვიზია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებას ზედაზენიც უერთდება“, - განაცხადა ს.ს. ,,ქარული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ. შეგახსენებთ, რომ საბავშო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენლი მიიღებს. (R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)