04:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 10:38:08, 1695 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მინისტრმა, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა რასიმ ლიაიჩმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ".

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთის შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების მაქსიმიზაციას და ა.შ.

სამინისტროს ცნობით, შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და სერბეთს შორის ჩამოყალიბდება ორმხრივი თანამშრომლობის კომისია ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე.

აღნიშნული კომისიის შეკრებაზე განხილული იქნება საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრიორიტეტული მიმართულებები.

რასიმ ლიაიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მასთან ერთად საქართველოს ასევე ეწვია სერბეთის რესპუბლიკის საჯარო მმართველობისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ბრანკო რუზიჩი.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოში სერბეთის მხრიდან პირველად განხორციელდა მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics