19:08 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-18 12:47:39, 2128 ნახვა

სამართალი
ფაროსანასთან ბრძოლის გეგმის შესამუშავებლად, საქართველოს ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მეცნიერები ეწვევიან

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილოს ინფორმაციით, დეკემბერში, საქართველოში ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მეცნიერების მონაწილეობით შეკრება გაიმართება, სადაც 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საბოლოო გეგმაზე შეჯერდებიან.

როგორც მინისტრმა განმარტა, ვინაიდან ახლა ზამთრის პერიოდია, ღონისძიებების გატარება შედეგს არ მოიტანს.

"ფაროსანასთან ბრძოლა ზამთარში ვერ განხორციელდება, რადგან ეს არის მიძინებული პერიოდი და ფიზიკურად მისი მიკვლევა შეუძლებელია. ფაროსანასთან საბრძოლველად სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს. მომავალი სეზონისთვის ჩვენთან იქნებიან დონორები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიმართულება, რომელსაც გავაძლიერებთ, ეს არის ზოგადად სამეცნიერო მიმართულება, მათ შორის, ბიოლოგიური კონტროლის გახორციელების შესაძლებლობის შესწავლა და ამ მხრივ ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა. ეს არის პირველი ამოცანა სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, 2016 და 2017 წელს ჩვენთან ერთად ჩართული იყვნენ გეგმის შემუშავებაში უცხოელი წამყვანი ექსპერტები და მათთან ახლაც რეგულარულად ვმუშაობთ", - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ უცხოელი მეცნიერების შეხვედრა დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics