14:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 17:58:41, 2743 ნახვა

მსოფლიო
The Telegraph: ანგელა მერკელის კანცლერობას საფრთხე ემუქრება

გერმანიის კანცლერის პოზიციაზე ანგელა მერკელის მომავალი კითხვის ნიშნნის ქვეშ დგას, - ამის შესახებ The Telegraph იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კოალიციური მთავრობის შექმნაზე ხანგრძლივ მოლაპარაკებებს შედეგი ჯერ არ გამოუღიათ. პარტიებმა საკვანძო პრობლემებზე შეთანხმება ვერ მოახერხეს და დღის წესრიგში საკითხი მერკელის მომავალზე პირველად დადგა.

მედიის ცნობით, თუ პარტიათა შორის მოლაპარაკება ვერ შედგება, გერმანიაში ახალი არჩევნები დაინიშნება და მერკელის შეცვლა შესაძლოა მისივე პარტიამ მოისურვოს.

გამოცემა წერს, რომ ბერლინში გამართულ მარათონზე მერკელი ძალიან დაღლილად გამოიყურებოდა.

"ჩვენ ამას შევძლებთ. ეს ძალიან რთული საკითხია, თუმცა მისი დარეგულირების აუცილებლობა არსებობს და ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა კანცლერმა. 

ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარების შიშით, ისინი საერთო ენის გამონახვას მაინც შეძლებენ.

ცნობისთვის, გერმანიაშ მიმდინარე წლის სექტემბერში ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მერკელი ცდილობს დემოკრატიულ პარტიასთან და მწვანეებთან კოალიციის შექმნას. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics