|
2017-11-17 17:48:48, 2314 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების სარგებელი თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს
„ამ ცვლილებების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდება ავტორიტარული თუ თუნდაც ნახევრად ავტორიტარული მმართველობა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ დამსწრეებსა და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ძირითადი კანონის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი აკადემიური ტიპის დისკუსია შედგეს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მმართველობა არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა და საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ ამ სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა იყო. „კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ნებისმიერი საკონსტიტუციო დოკუმენტის, ნებისმიერი კონსტიტუციის მთავარი ამოცანა არის ავტოკრატიის და ავტორიტარიზმის გამორიცხვა. ამ პრინციპზე და მიზანზე უნდა იყოს აგებული ნებისმიერი კონსტიტუცია. გვახსოვს, გასული წლებიდან, 90-იანი წლებიდან, შემდეგი ათწლეულიდან, თუ სადამდე მიგვიყვანა არასწორმა, გაუმართავმა კონსტიტუციებმა, ეს იყო ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები, რომლის საფუძველი და მთავარი საყრდენი, სამწუხაროდ, სწორედ კონსტიტუციები იყო. ჩვენ გამოვიარეთ ქვეყნის ძირითადი კანონის სამი სხვადასხვა რედაქცია და ამ რედაქციებმა უზრუნველყო საქართველოში, სამწუხაროდ, ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული მმართველობის რეჟიმების ჩამოყალიბება. ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ამის გამორიცხვა იყო და ჩვენ ვეფუძნებოდით იმ რწმენას, რომ ამის გამორიცხვა ყველაზე მეტად შეუძლია სწორედ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ აქაც გამოვიარეთ როგორც საპრეზიდენტო, ასევე, ნახევრად საპრეზიდენტო მოდელები და ერთადერთი, რომელიც ბოლომდე არ გამოგვიცდია, ეს არის სწორედ საპარლამენტო მმართველობა და საპარლამენტო მმართველობა არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა და ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიული სისტემები ევროპის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, თავიდანვე განვაცხადეთ ჩვენი ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია იმის თაობაზე, რომ გვინდოდა შეგვენარჩუნებინა არსებული საპარლამენტო სისტემა და რეფორმის მთავარი მიზანი ამ საპარლამენტო სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და მისი სრულყოფა იყო",- განმარტა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სისტემაში წარმოდგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს. მანვე აღნიშნა, რომ ცვლილებების შედეგად, შეუძლებელი იქნება ავტოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება. „ ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც სრულად ამოქმედდება, როგორც კი შედგება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, როგორც კი შედგება პირველი შეკრება ამ სხდომათა დარბაზში, 2020 წლის ნოემბერში, მაშინვე ჩაირთვება სრულად ყველა საკვანძო რეგულაცია, რომელიც მოცემულია ქვეყნის ძირითად კანონში -დაწყებული პროპორციული საარჩევნო სისტემით, დამთავრებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით. ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ძალიან დახვეწილი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ პარლამენტს, რომელიც უზრუნველყოფს ქმედით მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლოს და პარტიული კუთხით ნეიტრალურ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სულისკვეთება და არსი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)