01:19 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 16:59:28, 1775 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს, ნენსი ნაითს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის კონტექსტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკული მხარე მზად არის საქართველოს დაეხმაროს ზოონოზური დაავადებების პრევენციის, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, ცოფის აღმოფხვრის მიმართულებებით.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა  და  კონტროლის  კუთხით  განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics