|
2017-11-17 13:42:37, 1861 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსმა“ გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის რეიტინგი მოიპოვა
„თეგეტა“ გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Fitch -ის რეიტინგის მოპოვება შეძლო. გავლენიანი სარეიტინგო ფირმის შეფასებით, ქართული კომპანიის რეიტინგი B- (EXP) შეფასდა, პროგნოზით „სტაბილური“. თეგეტამ მოსალოდნელი რეიტინგი ობლიგაციების გამოშვების წინ მიიღო, თეგეტა 30 მლნ ლარის ობლიგაციების გამოშვებას 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე გეგმავს. რეიტინგის მინიჭებისას Fitch -მა ბაზარზე თეგეტას ლიდერის პოზიცია და ბიზნესის სტაბილური ზრდა გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ რეიტინგი შეზღუდულია რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით. „თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)