|
2017-11-15 23:27:33, 1784 ნახვა
სპეციალური ანონსი
16 ნოემბრის ანონსი
08:30 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრაზილიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ. 09:30 საათზე, სასტუმრო Rooms Hotel-ში კონფერენცია „მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის“ გაიმართება. 09:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ერთობლივ შეხვედრას გამართავენ და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პრინციპებზე იმსჯელებენ. შეხვედრას გახსნიან სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი. 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში"„მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა" და „ICT ბიზნესსაბჭოს" ორგანიზებით რიგით მე-10 ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მთავარ თემას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები წარმოადგენს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. 11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე – „ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს სტრატეგია". ასევე, წარმოდგენილი იქნება სპეციალური ანგარიში – „გადასასვლელების გაუქმების გავლენა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე". 11:30 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეხვდება, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროექტის „ევროპელი მასწავლებელი" ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. 12:00 საათზე, მწერალთა სახლში ბელარუსი პოეტის, იანკა კუპალას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით, «Грузия, дружная с солнцем страна» გაიმართება.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)