22:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 18:57:21, 1993 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას ეხმაურება.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რეზოლუციის მიღებას სამი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივმა წერილმა ხელი შეუწყო, რომლის მიხედვითაც, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპარლამენტს მოუწოდეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის წინ,  მხარდამჭერი რეზოლუცია მიეღო.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის წინ ევროპარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო. ამ რეზოლუციის მიღებას ხელი შეუწყო სამი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ, რომელიც სამი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად ერთობლივად შემუშავდა. რეზოლუციაში მოცემულია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, ასევე, ნათლად არის გამოკვეთილი ევროპარლამენტის ნება, რომ გაიზარდოს საქართველოს მხარდაჭერა და დაფინანსება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის განხორციელებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, ასევე, ჩვენს კოლეგებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ამ შედეგის  მიღწევისთვის ძალიან დიდი შრომა გასწიეს",- განაცხადა  ჩუგოშვილმა.

სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით მომზადდა და მას ხელს ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი აწერენ.

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics