|
2017-11-15 17:34:23, 1914 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა. კერძოდ, რეზოლუციას მხარი 519-მა დეპუტატმა დაუჭირა, 114 ევროპელი კანონმდებელი რეზოლუციის წინააღმდეგი იყო, ხოლო 47-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. პროცედურის მიხედვით, უკვე მიღებული რეზოლუცია განსახილველად ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს გადაეგზავნება. ევროპარლამენტი რეკომენდაციებით მიმართავს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურს. ანგარიში ასახავსსაქართველოსთვის პრიორიტეტულ რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ: ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რათა „აღმოსავლეთპარტნიორობის" სამიტმა ხაზი გაუსვას, რომ ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან მოლდოვასთან და უკრაინასთან არაა ევროკავშირთანურთიერთობების საბოლოო მიზანი და რომ სამიტმა საქართველოსთან მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები უნდა დასახოს. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულიმისწრაფებები გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49ე მუხლისა და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციის შესაბამისად, ყველაევროპულ ქვეყანას აქვს უფლება განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. ანგარიშის თანახმად, ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ სამიტისამბიციურ დეკლარაციაზე, რომელიც შესაბამისგრძელვადიან მიზნებს დასახავს. ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთანდაკავშირებით. ამ კონტექსტში, ასევე ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა, აღმოსავლეთ სამეზობლოში შექმნილივითარების, მათ შორის საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, ევროპის საინვესტიციო ბანკს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროპულისაინვესტიციო გეგმის წარმატებით განხორციელებაში, ისევე როგორც იმუშაონ ასოცირების შეთანხმებების შემსრულებელი პარტნიორი ქვეყნებისთვისსპეციალური დახმარების მექანიზმის ასამოქმედებლად; ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, შეიქმნას სპეციალური ფონდი (trustfund) უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის - მრავალდონორიანი ინსტრუმენტების გამოყენებით, საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად. ევროპარლამენტის ანგარიშში ასევე საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლისშესაძლებლობების გამარტივების აუცილებლობაზე, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობასა და ამ ქვეყნებში ინფრასტრუქტურულიპროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი გაიმართება.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)