|
2017-11-15 16:37:03, 661 ნახვა
რეგიონი
აჭარაში გიდები ბათუმის ტურის მიმართულებით ტრენინგებს გადიან
აჭარაში გიდების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 22 მოქმედ გიდს ტრენინგ-კურსი ბათუმის ტურისტული მარშრუტის მიმართულებით უტარდება. თეორიული ლექციებისას განსაკუთრებული ყურადღება ბათუმის ისტორიას, ქალაქის ძველ და ახალ არქიტექტურას, აჭარის ეთნოგრაფიას, აჭარის ისტორიას, ფსიქოლოგიას და გიდის ხელოვნებას ეთმობა. სალექციო კურსი ასევე მოიცავს პრაქტიკული ტურების დაგეგმვას გონიო-აფსაროსის ციხესა და ქალაქ ბათუმში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს რეგიონში დამწყები და მოქმედი გიდების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამ მიზნით დეპარტამენტში 78 გიდი მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტისა და ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. წელსვე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდებს, რომლებმაც ხარისხის ნიშნის მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს „რეკომედებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ კვალიფიკაციის ნიშანს მიანიჭებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)