02:36 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 16:32:55, 1867 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: გახარიას არანაირი კვალიფიკაცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილის ნდობით არის აღჭურვილი

„სრულიად გაუგებარია როდესაც გვთავაზობთ შინაგან საქმეთა მინისტრად  ბატონ გახარიას კანდიდატურას, რომელსაც  არანაირი შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს,  გარდა იმისა, რომ ის  არის აღჭურვილი ივანიშვილის ნდობით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა  აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე სტრუქტურულ  ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი ძალა საბიუჯეტო პროცესის განხილვას ხელახლა იწყებს.

„ის ცვლილებები, რომელსაც დღეს გვთავაზობთ და  როდესაც  რამდენიმე კვირის წინ განვიხილეთ ბიუჯეტი  პარლამენტში, ეს არის უბრალოდ საკუთარი თავის შეურაცხყოფა ნებისმიერი პოლიტიკური მმართველი ძალისგან. თქვენ დაამტკიცეთ ბიუჯეტი და დღეს გვეუბნებით, რომ  აუქმებთ რამდენიმე მნიშვნელოვან უწყებას ამ ქვეყანაში და  ფაქტიურად  ხელახლა  იწყებთ საბიუჯეტო პროცესს. ეს ხდება იმიტომ რომ  სახელმწიფო ამ ქვეყანაში მოიშალა  და არაფორმალური მმართველობაა, როდესაც ქვეყანა  იმართება სადღაც, რომელიღაც კერძო  რეზიდენციიდან, იმის ნაცვლად რომ  პოლიტიკის დაგეგმვა მიმდინარეობდეს  ამისთვის განკუთვნილ სახელმწიფო უწყებებში  მთავრდება იმით, რითაც დამთავრდა. პოლიტიკური ოლიგარქია, რომელიც შეიქმნა ამ ქვეყანაში  ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და  თქვენს მიერ წარმოდგენილი დღევანდელი  ცვლილებები სწორედ ამის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია.  თქვენ ხართ არაფორმალური მმართველობისთვის“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics