00:22 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 15:26:19, 2031 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა.

თბილისის მერიის ადმინისტრაციას ვლადიმერ ჭიღლაძე უხელმძღვანელებს; იურიდიულ საქალაქო სამსახურს - სერგო ბირკაძე; საფინანსო საქალაქო სამსახურს - გაიოზ თალაკვაძე; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს - გიორგი ბაგრატიონი; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს - გელა ჩივიაშვილი; კულტურის საქალაქო სამსახურს - სოფიო ხუნწარია; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს - ირაკლი გვილავა; ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს - მამუკა მუმლაძე; ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი; შესყიდვების საქალაქო სამსახურს - გიორგი პაპავა; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს - გივი კუბლაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს - ნიკოლოზ ჭონქაძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს - ანდრია ბასილაია.

კალაძემ თანამშრომლებს, ვინც თბილისის მერიაში დახვდა მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ თანამშრომლებს წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, დღეს კახა კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატებიც წარადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics